logo
ENG



ხონის მოსახლეობა გზის გარეშე დარჩა

16 თებ 202013:44
3 წუთის საკითხავი
 

ხონში, სოფელ გოჩაჯიხაიშში უგზოდ დარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. უხვი ნალექის დროს, სანიაღვრე ჭების არარსებობის გამო წყალი გზის სავალ ნაწილს ხშირად ფარავს და 30-ზე მეტი ოჯახი გადაადგილებას ვერ ახერხებს.

სოფლის მოსახლეობის თქმით, უგზოობის გამო სკოლაში ბავშვებიც ვერ დადიან. ადგილობრივებმა ხონის მერიას წერილი რამდენჯერმე გაუგზავნეს, თუმცა ამ დრომდე მოსახლეობასთან არც მერი და არც სოფლის საკრებულოს დეპუტატი მისულა.


close დახურვა