შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ხონის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.