ხონის საზაფხულო ბანაკში 9 სტუდენტი მოიწამლა. არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, სასმელმა წყალმა გამოიწვია.
სტუდენტები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ქუთაისში, მედიქალ სითის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმის თქმით, პაციენტებს საჭირო კვლევები ჩაუტარდათ. ამ დროისთვის, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, დღის ბოლოს უკვე გაწერენ.