ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში სკოლა და ბაღი იწვის. ხანძარი სოფლის ბაღში გაჩნდა, ამის შემდეგ კი ცეცხლი სკოლას გადაედო.
როგორც "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ცეცხლს 35 მეხანძრე მაშველი აქრობს.