logo
ENG



ხონში გუშინ ღამით 33 წლის კაცი მოკლეს

18 დეკ 202213:48
3 წუთის საკითხავი
 

ხონში გუშინ ღამით 33 წლის კაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, კაცი გულმკერდში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელშიც დაღუპული არ მონაწილეობდა. როგორც ცნობილია, ის ოჯახის წევრის თანდასწრებით მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

close დახურვა