ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩაჯიხაიშში კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
შემთხვევა გუშინ, 24 ივლისს მოხდა.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.