logo
ENG



ხონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 1 ადამიანი დააკავა

18 დეკ 202218:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/18/063s5741bmd69r9.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული გ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 დეკემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ გ.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, გ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამავე საქმეზე ხულიგნობის მუხლით, კიდევ 4 ადამიანია დაკავებული.


close დახურვა