logo
ENG



ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

05 იან 202013:35
3 წუთის საკითხავი
 
hezla7khzwzhvvv.jpg

ხორვატია პრეზიდენტს ირჩევს. ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერი მონაწილეობენ. ხორვატიაში და მის ფარგლებს გარეთ 6 ათასი საარჩევნო უბანია გახსნილი. საკუთარი არჩევანი თითქმის ოთხმა მილიონმა ადამიანმა უნდა გააკეთოს. არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა ამომრჩევლის თითქმის 27 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა. მის მთავარ კონკურენტს, ყოფილ პრემიერს, ზორან მილანოვიჩს კი ხმა ამომრჩევლის 29 პროცენტმა მისცა.


close დახურვა