logo
ENG



ხოშტარია: ბათუმის აქციის სოლიდარობის აღსანიშნავად დღეს პარლამენტის წინ ბუშტებს გავუშვებთ

02 დეკ 202014:14
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: ბათუმის აქციის სოლიდარობის აღსანიშნავად დღეს პარლამენტის წინ ბუშტებს გავუშვებთ

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ბათუმში მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებს და ამის აღსანიშნავად დღეს, 2 დეკემბერს 17:00 საათზე პარლამენტის წინ ბუშტებს გაუშვებენ.

"ბათუმის სოლიდარობის და სახელმწიფოს კომიკურობის აღსანიშნავად დღეს პარლამენტის წინ გავუშვებთ ბუშტებს. ერთერთ ბუშტს ექნება დიდი პატივი ერქვას მონა რიჟვაძე", - წერს ხოშტარია Facebook-ზე.

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ორგანიზაცია იმოქმედე აქცია-პერფორმანსს - "ნუ გეშინია ბუშტების" მართავს, პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა.

ერთერთი დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი თანამოაზრეების დაკავება ჰელიუმის ბუშტების გაშვების გამო მოხდა.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეები  31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და უკვე რამდენიმე დღეა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

დემონსტრანტებისვე თქმით, აპროტესტებენ დაწესებულ შეზღუდვებსაც და მთავრობის სახლთან გახსნიან კაფეს, შეზღუდვების დაუმორჩილებლობის ნიშნად - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კაფე-ბარების მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია.  


close დახურვა