logo
ENG



ხოშტარია: დილით, 8 საათზე გადავალთ კანცელარიასთან და ირაკლი ღარიბაშვილი სამსახურში ვერ შევა

02 მარ 202200:24
3 წუთის საკითხავი
 

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ 2 მარტს, დილით მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბებიან და პრემიერმინისტრი "სამსახურში ვერ შევა". ამის შესახებ მან პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე განაცხადა.

ხოშტარიამ სამი მოთხოვნაც გააჟღერა: გადადგეს მთავრობა, დაიკეტოს ცა რუსეთთან და ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი გაკეთდეს.

"არ მოვიცვალოთ აქედან ფეხი და დავრჩეთ აქ. ჩვენ მოვაწყობთ ყველანაირ ლოჯისტიკას, რომ იყოს თბილი. მე ასევე მივმართავ პატარა და დიდ ბიზნესს, მოგვამარაგეთ ჩაით, საბნებით, ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ და დილით 8 საათზე გადავალთ კანცელარიასთან და ირაკლი ღარიბაშვილი სამსახურში ვერ შევა. ვერ შევა და მოუწევს წასვლა. ჩვენ არ ვაპირებთ არავის მიმართ ძალადობას, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დიახ, ღამეც უნდა გავათენოთ და იქაც არ უნდა შევუშვათ, იმიტომ, რომ ჩვენ თუ ახლა წავალთ და სოციალურ მედიაში გავაგრძელებთ წერას, ვინ რა არ გააკეთა და ვინ რა დააკლო, ისევ დავრჩებით ირაკლი ღარიბაშვილის ხელში", - აცხადებს ელენე ხოშტარია.


close დახურვა