logo
ENG



ხოშტარია: ეს არის არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს ძალიან დიდი ხნით

02 ოქტ 202108:09
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/02/54tpylx0i8sw8om.png

დროას დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ ხმა უკვე მისცა. 

მან თქვა, რომ დღევანდელი არჩევნები საქართველოს მომავალს დიდი ხნით განსაზღვრავს. 

"არა ოპოზიციისთვის, არამედ პირველ რიგში, ქვეყნისთვის არის ეს რეფერენდუმი. დღეს მოქალაქეებს აქვთ ის მთავარი ძალა, რაზეც ვამბობთ, რომ ხალხი არის ძალაუფლების წყარო. როცა ხალხი წყვეტს, ასე მოსწონთ ცხოვრება თუ არა.

ასევე, მათ აქვთ ძალიან დიდი, მრავალფეროვანი არჩევანი. შეუძლიათ, აირჩიონ ნებისმიერი ოპოზიციური პარტია და მართლა საფუძველი ჩაუყარონ იმას, რომ არც ერთი ხელისუფლება არ იყოს თავგასული, არ ჩაგრავდეს ადამიანებს. ამიტომ, დიახ, ეს არის არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს ძალიან დიდი ხნით". - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. 

ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს. 

შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. 


close დახურვა