logo
ENG



ხოშტარია: მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში

10 დეკ 202123:00
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში
ვახო ქარელი/ფორმულა

ელენე ხოშტარია სალომე ზურაბიშვილის დემოკრატიის სამიტზე გაკეთებულ განცხადებას, რომ ის მზადაა წამოიწყოს საუბარი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად, ეხმაურება და ამბობს, რომ მზადაა ჩაერთოს პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში.

"მე მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში.

გასაგებია, რომ ნდობა 0-ზეა, გასაგებია, რომ პოლიტიკური დევნით, სუსით, არჩევნების მიტაცებით, შანტაჟით ეს არაფერი გამოვა. მაგრამ ყველანირი კომპლექსის გარეშე მე მზად ვარ შანსი მიეცეს ამას და პროცესში გამოჩნდეს ვინ რაზეა რეალურად წამსვლელი.

პრეზიდენტის ხელშია შეწყალების ბერკეტი, მას შეუძლია პოზიციის დაფისქსირება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მედიაზე ზეწოლაზე, საკრებულოებზე და ა.შ." - წერს ელენე ხოშტარია.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია და ცრუ ინფორმაციის გავრცელება არყევს დემოკრატიის ორი საყრდენის - არჩევნებისა და მედია საშუალებების მიმართ ნდობას.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.


close დახურვა