„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, მათ სცადეს დაკავებულთა მდგომარეობის გადამოწმება და აღმოჩნდა, რომ ისინი დაკავებულები არ იყვნენ.
„ფაქტობრივად, შევესწარით ადამიანების გატაცების მცდელობას. ჩემს თვალწინ ცდილობდნენ მათ გატაცებას, მაგრამ ვერ მოახერხეს. მათ შორის იყო ორი არასრულწლოვანი. ეს არის ის დამოკიდებულება, როგორც იქცევა დღეს პოლიცია. პოლიციაში რომ მივედით, საერთოდ არ დაგვიდასტურეს მათი დაკავება - არავინ მოუყვანიათო. ეს არის მათი კანონი, ასე ექცევიან კანონს ბიძინა ივანიშვილი და მისი დამქაშები“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით დაკავებულია 18 მოქალაქე.