ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ივერი მელაშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანია დაიწყო.
ამისი დასადასტურებლად მან 100-ზე მეტი ფეისბუქ-პოსტი წარმოადგინა.
ხოშტარია წერს, რომ ანტიკამპანია კოორდინირებულია ეს დასტურდება შემდეგი რამით:
- "ვიდეო, რომელსაც ტვირთავენ არის იდენტური ყველა პოსტში. ანუ ერთი ადამიანის მოჭრილი და ინსტრუქციად გაგზავნილი ასატვირთად
- მესიჯები მსგავსი ან იდენტური: გარეჯი საქართველოა (ვითომ ვინმე ამბობს, რომ არა), კონტექსტიდან ამოჭრილი მელაშვილის სიტყვები, ლანძღვა, თავდასხმა, გაზიარების მოწოდება.
- ერთსა და იმავე დროს, უცებ, საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო მოხელეებმა, ზუსტად ერთი და იგივე წამებში ვიდეო მოჭრეს, ერთნაირად და ერთდროულად გაბრაზდნენ და "იცავენ სამშობლოს"
- რუსთავი, ყვარელი, ქუთაისი, ბოლნისი, ცაგერი, გარდაბანი, საჩხერე, ბათუმი, კასპი, ვანი, ჩხოროწყუ, ხობი, ზუგდიდი, თბილისი, წყალტუბო, ოზრუგეთი, მარნეული... სახელმწიფო მოხელეები, საკრებულოები, მერიები, ააიპ-ები და სსიპ-ები.
- გარდა ივერი მელაშვილზე თავდასხმისა, ეს ორგანიზებული გზავნილი ემსახურება მგრძნობიარე, პატრიოტულ თემაზე ტყუილზე დაფუძნებით კონფლიქტის გაღვივებას, რაც კიდევ უფრო საშიშია.
მესმის ადამიანების, ვინც უნებლიეთ წამოეგო პროვოკაციას, თუმცა ყველა დავფიქრდეთ, რას ემსახურება ოცნების მორიგი პროვოკაცია და კარგად დავფიქრდეთ სანამ დასკვნებს გამოვიტანთ და სისტემის მსხვერპლს დავესხმებით თავს.". - წერს ხოშტარია.