logo
ENG



ხოშტარია: ცესკოს თვითიზოლაციაში მყოფებისთვის რეგისტრაციის ვადა 6 საათამდე გადავაწევინეთ

27 ოქტ 202014:47
3 წუთის საკითხავი
clock 701
shrgx33okpq98t9.png

​ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარი კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით, ცესკოს თვითიზოლაციაში მყოფებისთვის რეგისტრაციის ვადა 6 საათამდე გადააწევინა.

ასევე, მიიღო პირობა, რომ ყველა იმ ადმიანს, ვინც ცესკოში უშედეგოდ რეკავდა, თავად დაურეკავენ. 

​"გავაკონტროლებ ამ პირობის შესრულებას. მომაწოდეთ ინფორმაცია, თუ არ დაგირეკავენ". - დაწერა მან ფეისბუქზე. 

მანამდე ელენე ხოშტარია თანაპარტიელ ხათუნა გოგორიშვილთან ერთად ცესკოში მივიდა და თამარ ჟვანიას რეგისტრაციის ვადის 22:00 საათამდე გახანგრძლივება მოსთხოვა. 

პასუხად ცესკოს თავმჯდომარე ამბობდა, რომ "დროს ვერ გადაწევდა", ვინაიდან შესაბამისი დადგენილება არ არსებობს. 

იმისთვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა გადასატანი ყუთით ისარგებლონ, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაშიც უნდა იყვნენ. 

ცესკოში დასარეგისტრირებლად ვადა ახლა დღეს, 27 ოქტომბრის 18:00 საათამდეა. 

ცესკომ გუშინ, 26 ოქტომბერს განაცხადა, რომ მათ 900-მდე ადამიანმა მიმართა, თუმცა, მათი ნაწილი არ იყო ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაში და ამიტომ ცესკომ ისინი ვერ დაარეგისტრირა. 

ასევე, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ცესკოსთან დაკავშირებას ათასობით ადამიანი უშედეგოდ ცდილობს.

ამასთან, მოქალაქეების ნაწილის თქმით, რამდენიმე დღეა, უშედეგოდ ცდილობენ ცესკოსთან დარეკვას ან იმის გარკვევას, არის თუ არა გადასატანი ყუთის მიმღებთა სიაში. 

ხოშტარიას შეფასებით, იმის გამო, რომ ადამიანები თვითიზოლაციაში არიან, სახელმწიფო მათ ხმის უფლებას ართმევს. 


close დახურვა