logo
ENG



ხოშტარია: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩაშლილიყო ანაკლიის პროექტი

16 ოქტ 201914:18
3 წუთის საკითხავი
 
o9l7rzxuo0py5i3.jpg

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია ჟურნალისტებთან საუბრისას ანაკლიის პორტის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ კრიტიკულ მომენტებში მამუკა ხაზარაძეზე თავდასხმა პროექტის გარდაუვალ ჩაშლას მოასწავებდა.

"ჩვენ ვხედავდით, რომ ხელისუფლება სხვადასხვა გზებით ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩაშლილიყო ანაკლიის პროექტი. პირველი, ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოსგან შეუსრულებელი ვალდებულებები, ჩაშლილი ტენდერები, რაც უნდა ყოფილიყო პირიქით, თუ იყო სურვილი პროექტის მშენებლობის. რაც მთავარია, კრიტიკულ მომენტებში ხაზარაძეზე თავდასხმა, რაც პროექტის გარდაუვალი ჩაშლა იყო," - აცხადებს ხოშტარია.

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი ლევან ბოძაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად მთავრობის მზაობა კონკრეტულ ქმედებებში უნდა განხორციელებულიყო.

„პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის მთავრობისა და კერძო ბიზნესის პროექტი. ამიტომ მთავრობის მზაობა არა მხოლოდ ვერბალურად, არამედ კონკრეტულ ქმედებებში უნდა იყოს გამოხატული. მთავრობას, რომელსაც სურს ანაკლიის პორტის აშენება პირველ რიგში დაწერს წერილს. მოკიდებს ამ წერილს ხელს, ჩავა ინვესტორებთან  ცენტრალურ ოფისებში, დაელაპარაკება და ეტყვის, რომ აგერაა კონსორციუმი და დახუროს ფინანსური ვალდებულებები," - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე ჰქონდა. იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი 15 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათამდე ინვესტორებთან გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენდა, შესაძლოა მთავრობას კონსორციუმთან დადებული შეთანხმება გაეუქმებინა. ჯერჯერობით უცნობია მთავრობის პოზიცია.  ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმი დოკუმენტებს არ წარადგენდა. 

ამის შემდეგ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კონსორციუმს ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად საბოლოო ვადა 2019 წლის ბოლომდე ეძლევა.  


close დახურვა