დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხვალ, 15:00 საათიდან, პარლამენტთან მიიტანენ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ფოტოებს და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას.
"დღეს დავკარგეთ ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. ამ ადამიანებმა, სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის. მათ საკუთარ თავზე აიღეს, თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს.
ყველაზე მინიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა. მე არ ვიცი და არ მაინტერესებს ხელისუფლება რას იზამს, ჩვენ, ხალხმა ავიღოთ ინიციატივა. ხვალ 15:00 სთ-დან, პარლამენტის წინ, მივიტანთ მათ ფოტოებს და ყველას გექნებათ შესაძლებლობა, პატივი მიაგოთ მათ ხსოვნას", - წერს ელენე ხოშტარია.
დღეს, 17 მარტის დილას ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა, რომელიც თავადაც უკრაინაში იბრძვის.