ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ერთად შეკრული ოპოზიციური სპექტრი დაიბრუნებს სამართლიანი არჩევნების ჩატარების უფლებას.
ხოშტარიას თქმით, ოპოზიცია უახლოეს ხანებში წარადგენს ბიძინა ივანიშვილის დამარცხების გეგმას.
"ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხის ნება და არავინ სხვა. დღეს თავისუფლება საფრთხეშია. ჩვენ აქ არ ვართ მანდატებისთვის და სკამებისთვის, ჩვენ აქ ვიმყოფებით თავისუფალი არჩევანისთვის. ივანიშვილის დღეს აქვს ჩვენი დაპირისპირების, უმოქმედობისა და რეპრესიების იმედი. ჩვენ უმოქმედობა არ შეგვიძლია.
ჩვენ ვაპირებთ პრინციპულად, ერთიანად ჩვენი მეგობრებისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას. ივანიშვილი გვატყუებს, რომ ჩვენი თავისუფლება ჯანდაცვის ხაზზე გადის. არ არსებობს არც უსაფრთხოება, არც არც ჯანდაცვა, განათლება, არც კოვიდ დამარცხება, არანაირი პერსპექტივა თავისუფლების გარეშე", - განაცხადა ხოშტარიამ.
ხოშტარიას თქმით, ოპოზიცია ივანიშვილს სპეკულაციების საშუალებას არ მისცემს და ქვეყანაში ხელახალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართება.
პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მასშტაბურ აქციას მართავენ. საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილის მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.