logo
ENG



ხოშტარია კობახიძეზე: ყურადღების გადატანის მცდელობაა არაადეკვატურ საკითხზე

09 ნოე 202114:22
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება მისი მოწამვლაზე მხოლოდ ყურადღების გადატანის მცდელობაა. როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ეს მმართველი პარტიის "მდგომარეობაზე მეტყველებებს".

"ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არაადეკვატურ არარელევანტურ საკითხზე. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილისა და ჩემს ჯანმრთელობაზე, არის ქართული ოცნება, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლიათ გადაწყვიტონ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა.

ლაპარაკი რაღაც შეთქმულებებზე და მცდელობა რაიმე დაპირისპირების ჩემს მეგობრებთან, კოლეგებთან ან აქცენტების და ყურადღების გადატანა, არ გამოუყვათ. ერთადერთი რაზეც მათ მოუწევთ ფიქრი არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან. მეტს ამ საკითხზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებ, მაქსიმუმ ვიცინო", - განაცხადა ხოშტარიამ.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს. მან დააზუსტა, რომ ეს ინფორმაცია "გაუთქმელობის პირობით" მიაწოდეს.

ეს ბრალდება ქართულ ოცნებას ოპოზიციის მისამართით მანამდეც არაერთხელ გაუჟღერებია, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილს.


close დახურვა