logo
ENG



ხოშტარია ლელოს კანდიდატზე: ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ

13 აგვ 202010:41
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია ლელოს კანდიდატზე: ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ლელოს მიერ ვაკეში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს მისთვის მოულოდნელობა იყო. 

როგორც ხოშტარია Facebook-ის პირად გვერდზე წერს, მიუხედავად ლელოს ამ გადაწყვეტილებისა, მისი დამოკიდებულება ამ პარტიის მიმართ არ შეცვლილა. 

"ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ. მიმაჩნია, რომ ლელოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის! არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით", - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტიამ, ლელო საქართველოსთვის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, მათ შორის თბილისშიც. პარტიამ თბილისის ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატი წარადგინა. ვაკეში ლელოს სახელით კენჭს ლევან კობერიძე იყრის. 


close დახურვა