logo
ENG



ხოშტარია მოსამართლეობის კანდიდატებზე:ისინი ემსახურებიან პოლიტიკურ ჯგუფებს და არა კანონს

21 ოქტ 201908:42
3 წუთის საკითხავი
 
f50kxmdjbqxwm9c.jpg

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. ამჯერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ლევან მიქაბერიძეს მოუსმენენ. მიქაბერიძე 2016-19 წლებში თბილისის საქალაქო სასმართლოს მოსამართლე იყო. 2019 წლის ივლისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა. მას განათლება ჯავახიშვილის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. კერძოდ, 2005 წელს ერთდროულად დაამთავრა იურიდიული და გეოგრაფიის ფაკულტეტი. ის სამართალმცოდნე და მეტეოროლოგ-კლიმატოლოგია.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, მათი მთავარი ამოცანაა მოსამართლეების არჩევის პროცესი გამჭვირვალედ და ღიად წარიმართოს.

„ჩვენი ამოცანაა ეს პროცესი ისე გამჭვირვალედ და გახსნილად წარიმართოს, როგორც მთელი ეს პროცესი მანამდე მიმდინარეობდა და ყველა ის დაინტერესებული სუბიექტი იყოს ჩართული, ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ დასვას შეკითხვები. ჩვენ მოვუსმენთ მომდევნო კანდიდატს და შესაბამისად ჩვენ გვექნება დეტალური განხილვა, როგორც მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, ისე მის საქმიანობასთან დაკავშირებით“-განაცხადა ოხანაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარლამენტისთვის წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები არიან ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან არა კანონს, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს.

„ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, ვინც ემორჩილებიან არა კანონს და აპირებენ ემსახურონ არა მართლმსაჯულების სისტემას, არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, მათი დიდი ნაწილი ემსახურებოდა წინა ხელისუფლებას და ახლა გადმობარგდა ამ ხელისუფლებასთან მსახურებაში ეს ძალიან ნათელია ამ გასაუბრებების პროცესში,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.


close დახურვა