დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, პენიტენციურის გავრცელებულ კადრებზე, სადაც სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალით გადაყვანა ჩანს, ამბობს, რომ ეს არის ყველას სირცხვილი და ქვყენის დახურვა.
"წარმოუდგენელი კადრებია. ოცნებაზე კომენტარს არ ვაკეთებ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ყველას სირცხვილია და ამასთან შეგუება არის ქვეყნის უბრალოდ დახურვა.
არ არსებობს ამ მთავრობისთვის ადამიანი, არც ერთი!" , - წერს ელენე ხოშტარია.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.