logo
ENG



ხოშტარიას ექიმი: რეაბილიტაციას რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე დასჭირდება

19 ნოე 202119:46
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/19/vqaxr75shr34sb9.png

ნიუჰოსპიტალის ექიმი აცხადებს, რომ დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას, რომელიც 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რეაბილიტაციისთვის რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე დასჭირდება. 

როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა ხოშტარიას ლაბორატორიული კვლევები უტარდება და შედეგებს ელოდებიან. 

"ამჟამად მიმდინარეობს ლაბორატორიული მონიტორინგი. ველოდებით ანალიზებს. იგეგმება რეაბილიტაციური ღონისძიებები. რეაბილიტაცია მოიცავს გადასხმებს, ვიტამინოთერაპიებს და ასე შემდეგ. რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე დასჭირდება რეაბილიტაციას, გააჩნია ანალიზებს", - ამბობს ექიმი. 

დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. ის კლინიკაში რეაბილიტაციისთვის გადაიყვანეს. ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა

 
 
 

close დახურვა