logo
ENG



ხოშტარიას პარლამენტარის ხელფასი ისევ გადაურიცხეს და კვლავ უკან გადარიცხა

25 დეკ 202023:12
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/25/pr3y1ioywfexmub.jpg

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ელენე ხოშტარია Facebook-ზე წერს, რომ თანხა, რომელიც მან სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხა უკან დაუბრუნეს.

"პარლამენტმა, ანუ მთავრობამ ჩემთან თამაში გადაწყვიტა. გუშინ ხაზინაში გადარიცხული ფული ეხლა დღეს უკან ჩაურიცხავთ.
თუ გეხალისებათ არაა პრობლემა, გიგზავნით უკან",-წერს ხოშტარია.
 
მანამდე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბოიკოტის მიუხედავად პარლამენტმა ხელფასი ჩაურიცხა. მან თანხა უკან სახელმწიფო ხაზინაში გადარიცხა.
 
როგორც პარლამენტში განმარტეს, არცერთი დეპუტატის უფლებამოსილება შეწყვეტილი არ არის, შესაბამისად ხელფასი ყველას დაერიცხა.

 


close დახურვა