გიორგი გახარიას გუნდის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ თამარ ჟვანია სასამართლო სისტემაში მიმდინარე საკითხების გადასაფარად, სავარაუდოდ, იძულების ფორმით გადააყენა.
როგორც ხოჯევანიშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, ამით მმართველი გუნდი "სახის შენარჩუნებას ცდილობს".
"ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო არჩევნების შედეგების შენარჩუნება. მიზეზი არის სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ძალიან დაბალი ნდობის დონე. შესაბამისად, იმის გამო, რომ მომხდარიყო გარკვეულწილად რეაბილიტაცია და იმ საკითხების გადასაფარად, რომელიც დღეს მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში, ქართულმა ოცნებამ იძულების ფორმით, სავარაუდოდ, გადააყენა თამარ ჟვანია და ამით ცდილობენ სახის შენარჩუნებას", - თქვა ხოჯევანიშვილმა.
თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ორ წელზე მეტი ხნით შეეძლო, თუმცა, მიაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. ჟვანიას თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.
თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, გაყალბებაში მონაწილეობა კი თავად ჟვანიამ მიიღო.