ბულგარული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ხრისტო სტოიჩკოვი პირდაპირ ეთერში ატირდა. მექსიკურ ტელეარხზე სტუმრობისას, სტოიჩკოვს თანამემამულე გულშემატკივრების საქციელზე საუბრისას თავის შეკავება გაუჭირდა და ტირილი დაიწყო. საქმე ეხება ბულგარეთისა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებას, სადაც ბულგარელმა გულშემატკივრებმა ინგლისელ ფეხბურთელებს შეურაცხყოფა რასისტულ ნიადაგზე მიაყენეს.
„მინდა ინგლისელ ფეხბურთელებს გულწრფელად მოვუბოდიშო. ასეთი ადამიანები სტადიონზე არ უნდა დაიშვებოდნენ და უფრო მკაცრადაც ისჯებოდნენ", - განაცხადა ბულგარეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა.