logo
ENG



ხუთპროცენტიანი ბარიერის დაწევის პერსპექტივა

05 მაი 202320:33
3 წუთის საკითხავი
 

ქართულმა ოცნებამ საარჩევნო ბარიერის შესახებ დისკუსიისთვის წერტილის დასმა საბოლოოდ გადაწყვიტა. ხელისუფლებამ გამორიცხა ყველა შესაძლო ვარიანტი და განაცხადა, რომ საკითხი არ გადაიხედება. ხუთპროცენტიანი ბარიერის დაწევის  პირობა ჯერ კიდევ შარლ მიშელის იმ შეთანხმებაში იდო, რომელიც ქართულმა ოცნებამ ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა.  საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია, მაგრამ ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ თემა თაროზე შემოდო. 


close დახურვა