logo
ENG



ხულოს მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

25 სექ 202014:29
3 წუთის საკითხავი
 
obdx4pg2li8tenw.jpg

ხულოს მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულებთან კონტაქტი,  გადავიდა თვითიზოლაციაში და ტესტირება ჩაუტარდა.

"აღნიშნული თანამშრომლები ბოლო პერიოდის განმავლობაში გადასული იყვნენ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და მათ შემხებლობა არ ჰქონიათ სხვა თანამშრომლებთან.

ხულოს მერია განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად. სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობა და სამუშაო სივრცეები. შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე", - წერია განცხადებაში. 


close დახურვა