ხულოში მანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა 1 მოზარდი, ხოლო დაშავდა 2 ადამიანი.
ცნობილია, რომ შემთხვევა დღეს ხიხაძირი – კალოთას დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.