logo
ENG



ხუნდაძე: თავყრილობებს მოვერიდოთ სადაც არ უნდა იყოს ეს - ქალაქში თუ სოფელში

25 მარ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ მოქალაქეებს რეკომენდაციების შესრულების, მათ შორის სოციალური დისტანციის დაცვისკენ, კიდევ ერთხელ მოუწოდა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას მოუწევს, ზომები კიდევ უფრო გაამკაცროს და კარანტინის ზონების მასშტაბი გაზარდოს.

„მნიშვნელოვან ფაზაში შევდივართ და გვჭირდება უფრო მაღალი ხარისხით შესრულება რეკომენდაციების. თავყრილობებს მოვერიდოთ სადაც არ უნდა იყოს ეს, იქნება ქალაქში, სოფელში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას. ნებისმიერ პაციენტს, რომლესაც ექნება სუნთქვის უკმარისობა კლინიკური გამოვლინებები პნევმონიის და სხვა ნიშნები, რამაც შესაძლოა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ ვირუსის არსებობა, მათ ყველას გაუკეთდება ეს ტესტები“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 73 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 252. ვირუსისგან სრულად განიკურნა 10 პაციენტი.


close დახურვა