logo
ENG



ხუნდაძე: მოსახლეობას ვთხოვ, ხელი შეგვიწყოს, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღება არ დაგვჭირდეს

19 მარ 202012:18
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებიც ესწრებიან.

სხდომის დაწყებამდე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ ისაუბრა. დეპუტატმა მოსახლეობას მოუწოდა, ხელისუფლებას ვირუსთან ბრძოლაში ხელი შეუწყოს, რადგან მისივე თქმით, თუ საგანგებო მდგომარეობის შემოღების საჭიროება დადგება, ეს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე მძიმედ აისახება,

„შევდივართ კიდევ უფრო საყურადღებო ფაზაში, როცა დაუდგენელი გავრცელების, ანუ დაუმისამართებელი გავრცელების შემთხვევები გვექნება. ამის კონტროლი უფრო რთულია და მნიშვნელოვანია აქ სოციალური სიმჭიდროვის გაშლა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. თუ ჩვენ სოციალურ პასუხისმგებლობის დეფიციტი ისევ დავინახეთ, მოგვიწევს კიდევ უფრო მკაცრი ზომების განხორციელება. საგანაგებო ვითარების საჭიროება თუ დადგა, შესაძლოა მისი გაგრძელების ვადა დაახლოებით იყოს 1 თვე, ამიტომ ეს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისთვის იქნება ძალიან მძიმე ტვირთი, ამიტომ მოსახლეობასაც ვთხოვ ხელი შეგვიწყოს, რომ არ დაგვჭირდეს გრძელვადიან პერიოდში საგანგებო მდგომარეობის შემოღება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, უწყებათაშორის კომისიას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს და მასში მინისტრთა კაბინეტთან ერთად, თბილისის მერი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან. 


close დახურვა