logo
ENG



ხუნდაძე ახალ ინიციატივაზე:კანონპროექტი ემსახურება მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვას

19 მაი 202014:22
3 წუთის საკითხავი
 

რისი ეშინია ქართულ ოცნებას“ - კანონი რომელსაც მთავრობა მისი სურვილის მიხედვით აამოქმედებს.  ახალი ინიციატივის მიხედვით, რომელიც  დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადა და  დღეს ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება. ოპოზიცია მიიჩნევს რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციური დოკუმენტია, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებები ირღვევა.  

უმრავლესობის დეპუტატმა კანონპროექტის ინიციატივა პანდემიით ახსნა. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, მთავრობას უნდა შუნარჩუნდეს გარკვეული შეზღუდვები, მისი თქმით ეს ინიციატივა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.

„აუცილებელია დაზუსტდეს არსებული კანონმდებლობა, რის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას ექნება უფლებასოლება შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის საზრღვრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი, საკარანტინო სივრცეების მართვა, საჭიროების შემთხვევაში კლინიკების და ლაბორატორიების მობილიზება, პრევენციული ღონისძიებებისთვის აუცილებელი ვალდებულება. ეს კანონპროექტი ემსახირება მოსხლეობის ჯანმრთელობის დაცვას, განსაკუთრებთ მაშინ, როცა საქმე ეხება  ეპიდემიას ან საშიში ინფექციების გავრცელებას“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ახალი ინიციატივის მიხედვით, რომელიც  დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადა და  დღეს ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნისვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტს დაჩქარებულად განიხილავს პარლამენტი.

 


close დახურვა