logo
ENG



ხუნდაძე კორონავირუსზე: მწვანე ზონაში ვიმყოფებით, მაგრამ თეორიული რისკები მაინც არსებობს

31 იან 202012:08
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში კორონავირუსსზე მსჯელობენ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ "ფორმულას" განუცხადა, საქართველო იმყოფება მწავნე ზონაში, თუმცა მუმდივი კონტროლი და პრევენციული ღონისძიებები აუცილებელია. 

"მწვანე ზონაში ვიმყოფებით, მაგრამ თეორიული რისკები მაინც არსებობს. ამიტომ პრევენციული ღონისძიებები უმკაცრესია, რაც შესაძლოა შეიცვალოს ისევ და ისევ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებით.  ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მოხდეს ქვეყანაში დაინფიცირებული ადამიანების შემოშვება. თუ ეს მაინც დაფიქსირდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - აღნიშნა ხუნდაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტტროლის ცენტრში ბრიფინგი გაიმართა, სადაც უწყების ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.


close დახურვა