logo
ENG



ხურვალეთის მკვიდრის, ცნობილი დათა პაპას ოჯახის 2 წევრი, სავარაუდოდ, ოკუპანტებმა გაიტაცეს

17 აპრ 202021:16
3 წუთის საკითხავი
 
gbvpvs2iv5tjmtv.jpg

სოფელ ხურვალეთის მკვიდრის, ცნობილი დათა პაპას ოჯახის ორი წევრი ოკუპანტებმა გაიტაცეს. 

საქართველოს მოქალაქეების ოკუპირებულ ცხინვალში გადაყვანა 15-16 აპრილს მოხდა. საუბარია დათა პაპას შვილიშვილსა და რძალზე. აღნიშნულ ინფორმაციას "ამერიკის ხმის" ქართული ბიურო ავრცელებს. 

დეტალების გასარკვევად "ფორმულა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ფაქტს ვერ ადასტურებენ, თუმცა არც უარყოფენ. მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს. 

"ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ შესაძლო ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება", - ამბობენ სუს-ში


close დახურვა