logo
ENG



ხუხაშვილი: ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს

24 ივნ 202122:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/24/o73vvxqmqakyyrc.jpg

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Edison Research-ის კვლევას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თუ ხვალ არჩევნები ჩატარდება, ქართული ოცნება 43%-ს ვერ მოაგროვებს. 

როგორც ხუხაშვილმა ფორმულას ეთერში განაცხადა, ყოფილ პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას ხმების მიღების დიდი შანსი აქვს და არჩევნები ხვალ, რომ ტარდებოდეს მოსახლეობა ხმას გახარიას მისცემდა. თუმცა პოლიტოლოგი იმასაც ამბობს, გახარიას ამომრჩევლები ქართული ოცნების ამომრჩევლები არიან.

"ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს. ქართულ ოცნებას ახლა იმედი აქვს, რომ ამა თუ იმ ფორმით, მოახდენს გახარიას განდევნას პოლიტიკიდან და ამ სამობილიზაციო ელექტორატს ისევ თვითონ წაიყვანს, როგორც მიჰყავდა არჩევნებიდან არჩევნებამდე. დრო გახარიაზე ახლა არ მუშაობს. პირიქით, მოლოდინის რეიტინგი მაღალი რომ აქვს - ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ეს ხალხი წავა და გახარიას მისცემს ხმას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ გახარიამ დაუშვა შეცდომები, თუ მოხდა მისი დისკრედიტაცია, ვერ გაუძლო პროვოკაციებს და დარტყმებს [...] გახარიას ამომრჩევლები ოცნების ამომრჩევლები არიან", - თქვა გია ხუხაშვილმა. 

Edison Research-ის კვლევის შედეგად ჩანს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების მხარდამჭერთა 17% ადგილობრივ არჩევნებში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ახალ პარტიას "საქართველოსთვის" დაუჭერს მხარს.

ამავე თემაზე: Edison Research: ოცნება - 32%, ენმ - 24%, საქართველოსთვის - 13%, სტრატეგია - 4%, ლელო - 4%

 


close დახურვა