logo
ENG



ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორი გახდა

27 დეკ 202213:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/27/88flinwxew7m360.jpg

ჯაბა სამუშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახდა. აკადემიურმა საბჭომ ის 4-წლიანი ვადით აირჩია. აღსანიშნავია, რომ სამუშია კონკურსში მონაწილე ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც ამჟამად რექტორის მოვალეობებს შესმრულებელია. 

აკადემიური საბჭო 38 წევრისგან შედგება. არჩევნებზე გამოცხადდა 32 წევრი, 2 ბიულეტენი გამოცხადდა ბათილად. გამარჯვებულმა კანდიდატმა მიიღო კი 30 ხმა. 

რექტორის არჩევნებს დილიდან აპროტესტებდნენ სტუდენტები. მათი განცხადებით, კანდიდატი წინასწარ იყო ცნობილი. ისინი მოითხოვდნენ, რომ ახალი რექტორი არა აკადემიურ საბჭოს, არამედ პროფესორებს აერჩიათ.

7 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გიორგი შარვაშიძე თსუ-ის რექტორის თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს. შარვაშიძე რექტორად 2016 წელს დაინიშნა, მეორე ვადით კი ის 2020 წელს აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე ის 2024 წლამდე უნდა ყოფილიყო.

ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა.


close დახურვა