logo
ENG



ჯანგირაშვილი: თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება ფორმულას წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია

30 სექ 202114:15
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიმართ ფორმულას წინააღმდეგ არის მიმართული.

"ხელისუფლებას დიდი ხანია აწუხებს ფორმულას არსებობა და რომ შეეძლოს ხვალვე დახურავდა. ვფიქრობ, თავდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება არის ფორმულას წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რადგან კომპენსაციის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა დაყადაღდეს მისი ქონება", - ამბობს ჯანგირაშვილი.

არჩევებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

კეზერაშვილს 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი აღნიშნულ საქმეს მედიაზე ზეწოლად აფასებენ.

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამინისტრო უჩივის კეზერაშვილის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, ალექსანდრე ნინუასაც.

7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე. ეს დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენია.

პირველ ინსტანციის შემდეგ, ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოიტანა.

იმ დროს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო, დღეს კი იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. სწორედ მან და კიდევ ორმა მოსამართლემ - ლევან თევზაძემ და მერაბ გაბინაშვილმა განიხილეს ყოფილი მინისტრის საქმე.

ამ საქმის განხილვა უზენაესმა სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის მუქარიდან თითქმის ორ თვეში დაიწყო

დღეს ის ახალ სარჩელსაც გამოეხმაურა. ღარიბაშვილის თქმით, გაფლანგვის მსგავსი საქმე ბევრია და გამოძიება "ყველა ფაქტს გასცემს პასუხს". 


close დახურვა