ტელეკომპანია კავკასიის დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პატრულთან დაპირისპირების დროს ფეხი დაიზიანა.
"მადლობა პატრულს. პრინციპში, ფეხების დამტვრევას ვიმსახურებდი როგორც ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი, მაგრამ მძიმე დაბეჟილობით და ნაღრძობით გადავრჩი", - წერს ჯანგირაშვილი.
დღეს პარლამენტის უკან შეკრებილ ჟურნალისტებს შენობაში არ უშვებდნენ. მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და დეპუტატებისთვის კითხვების დასმა სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ ეძლეოდათ.