logo
ENG



ჯანგირაშვილი: სველი ვარ, რაღაც გაზიც ვყლაპე, მაგრამ არ მანაღვლებს, ივანიშვილი უნდა მოშორდეს

09 ნოე 202000:24
3 წუთის საკითხავი
 
4vng466twd9jik4.jpg

ცესკო-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფი ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი Facebook-ზე წერს, რომ წყლის ჭავლი მასაც მიუშვირეს. მისი თქმით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ "უცნაური" გაზიც გაუშვეს. 

"თავიდან ფეხებამდე სველი ვარ, ცოტა რაღაც უცნაური გაზიც ვყლაპე. ოღონდ არ მაინტერესებს. ივანიშვილი არის ჭირი და უნდა მოშორდეს. არავის არ ეშინია თქვენი ქოცებო!", - წერს ჯანგირაშვილი. 

მომიტინგეებმა ცესკო-სთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 2 საათის წინ გადაინაცვლეს. ისინი კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. სპეციალური დანიშნულების რაზმებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამომიყენეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ. 


close დახურვა