ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა 6 დეკემბრის საპროტესტო აქციიდან, სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 9 მონაწილე გადაიყვანეს, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული.
"მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ მიღებული: გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია", - ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, დანარჩენები კი სამედიცინო დაწესებულებებიდან გაწერეს.
"საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. სამედიცინო დახმარება აქციის მონაწილეებს გაეწიათ ადგილზეც, მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდათ. აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს", - წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.