logo
ENG



ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობას ტოვებს

09 დეკ 202120:17
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გადადგა. მისი თქმით, იგი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებს საქმიანობას.

ტიკარაძემ ქართული ოცნების მთავარ ოფისში გამართა ბრიფინგი, მადლობა გადაუხადა გუნდს, მიმოიხილა პანდემიის პროცესი და ისაუბრა სამინისტროს საქმიანობაზე.

"3-წლიანი საკმაოდ ინტენსიური საქმიანობის შემდეგ, გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორად მივიჩნიეთ, შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია ქართულ ოცნებაში, პოლიტსაბჭოში და აქედან გავამყარო ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები.

ვთვლით, რომ ის პროექტები, რომელიც დაიწყო და განხორციელდა ამით გარკვეული განვითარების ეტაპი დაიხურა. ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე. 

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2019 წლის ივნისში დაინიშნა. 


close დახურვა