"ასეთი მოდელი წარმატებით მუშაობდა გრიპის შემთხვევაში და მოდელი ძალიან წარმატებულია",-ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ონლაინ კლინიკების საქმიანობას. მისი შეფასებით, საქართველოში მსგავსი მომსახურება შესაბამისია თანამედროვე სტანდარტებთან და ის საკმაოდ მოქნილია.
"ე.წ. ონლაინ კლინიკა თბილისში სულ 15-ია, დანარჩენი კი რეგიონებში. მათ შორის ორი ბათუმში და ამდენივე იმუშავებს ქუთაისში. ასევე მცხეთასა და გურჯაანშიც იქნება და რუსთავშიც. ყველა დაფარავს როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლოებას. მომსახურება კლინიკაში გადამისამართდება 112-ის მიერ, როდესაც მოქალაქე მიმართავს მას. მას მაღალკვალიფიციური ექიმი დაელაპარაკება და შედგება სრული სატელეფონო კონსულტაცია. ასეთი მოდელი წარმატებით მუშაობდა გრიპის შემთხვევაში და მოდელი ძალიან კარგია",-განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება ონლაინ კლინიკის დანიშნულებას, როგორც გაბუნია განმარტავს, აღნიშნული საშუალებას იძლევა აპციენტი დავიცვათ არასაჭირო ჰოსპიტალიზაციისგან, ასევე დავცივათ პირველადი ჯანდაცვის ქსელიც და საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს ვიზიტი ბინაზე, ან უზურნველყოფილ იქნას პაციენტის გადამისამართება უკვე კლინიკაში.
"რაც შეეხება ცხელების კლინიკას, ყველა ცენტრი მზად უნდა იყოს უსაფრთხო მიღებაზე. ყველა კლინიკისთვის სავალდებულია გამოიყოს მინიმუმ ერთი გამოყოფილი ოთახი, რათა სწორად წარიმართოს ინფექციის მართვა. კლინიკები უზრუნვეყფლნი იქნებიან ყველა საჭირო ინვენტარით",-განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაშია საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა ჩატარდა.