"კოვიდ 19-მა შესაძლოა უკან არასოდეს დაიხიოს", - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, შეუძლებელია იმის პროგნოზირება როდის გაქრება კორონავირუსი. რაიანი მიიჩნევს, რომ ვაქცინის გამოგონების შემთხვევაშიც კი მსოფლიოს მასშტაბით მისი ეფექტიანი დანერგვისთვის „მასიური ძალისხმევა" იქნება საჭირო.
პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ორგანიზაციის დირექტორიც და თქვა, რომ პანდემიის შესაჩერებლად ყველა ქვეყანამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი უკვე მოიხსნა.