logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტრო: კორონავირუსზე ასაცრელად 1449 სამედიცინო მუშაკი დარეგისტრირდა

14 მარ 202115:39
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/14/1gv41mn6wl3dn9k.png

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ დროისთვის კორონავირუსზე ასაცრელად 1449 სამედიცინო მუშაკი დარეგისტრირდა

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ)

თუ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირი დამსაქმებელს რეგისტრირებული ჰყავს დასაქმებულად სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში და მას ბოლო 120 დღის მანძილზე არ უფიქსირდება კორონავირუსზე ინფიცირების სტატუსი, მას შეუძლია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.

ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.

აცრა ნებაყოფლობითია. 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად შეუძლიათ დარეგისტრირდნენ აქ


close დახურვა