logo
ENG



ნოვაკ ჯოკოვიჩი 80%-იან წილს ფლობს კომპანიაში, რომელიც კორონავირუსის წამალზე მუშაობს

19 იან 202223:53
3 წუთის საკითხავი
 
ნოვაკ ჯოკოვიჩი 80%-იან წილს ფლობს კომპანიაში, რომელიც კორონავირუსის წამალზე მუშაობს

ანტივაქსერი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი აქციების 80%-ს ფლობს დანიურ ბიოტექ კომპანიაში, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის შექმნაზე მუშაობს. კომპანია ვაქცინებთან დაკავშირებული არ არის.

მსოფლიოს N1-მა ჩოგანმა, რომელიც ავსტრალიიდან იმის გამო დაადეპორტეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე უარს აცხადებს, QuantBioRes-ის 80%-იანი წილი 2020 წელს იყიდა. 

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ივან ლონჩარევიჩი ჯოკოვიჩის ინვესტიციას Reuters-თან ადასტურებს. 

QuantBioRes-ის 11 მკვლევარი დანიაში, ავსტრალიასა და სლოვენიაში მუშაობს. საიტზე აღნიშნულია, რომ კომპანიამ "დეაქტივაციის მექანიზმის" შემუშავება 2020 წლის ივლისში დაიწყო.  


close დახურვა