ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რეგულირების სააგენტომ ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა.
კერძოდ, სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმის აფთიაქებში სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან 5766 მედიკამენტი ამოიღეს.
"თანამშრომლებმა საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას, 5 აფთიაქში, სპეციალური რეცეპტის გარეშე, შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები. დამატებით 6 შემთხვევაში კი გამოვლინდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა აფთიაქის ნებართვის გარეშე". - აცხადებს რეგულირების სააგენტო.
თბილისსა და ბათუმში სულ გამოვლინდა 11 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპული წამლები კანონდარღვევით იყიდებოდა.
"ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად ასევე გამოვლენილი იქნა სანებართვო პირობების დარღვევის 3 და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის წესის დარღვევის 11 ფაქტი. ყველა გამოვლენილ შემთხვევაში შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლებიც განსახილველად თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გადაიგზავნა".- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.