logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტრო:რეკომენდაციაა თავი შეიკავონ მოგზაურობისგან იტალიაში და სხვა ქვეყნებში

06 მარ 202011:17
3 წუთის საკითხავი
 

"ჩვენი რეკომენდაციაა ზოგადად თავი შეიკავონ მოგზაურობისგან როგორც იტალიაში, ასევე სხვა ქვეყნებში",-ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მედიის შეკითხვას იტალიასთან ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, უწყება ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებს, თუმცა ფრენებს ვერ აკრძალავს.

"მოგზაურობის შეზღუდვებთან დაკავშირებით მივყვებით საერთაშორისო რეკომენდაციებს. რომელიმე ქვეყნებთან ფრენების შეწყვეტას მაქსიმალური შედეგი ვერ ექნება, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა ზოგადად თავი შეიკავონ მოგზაურობისგან როგორც იტალიაში, ასევე სხვა ქვეყნებში",-აღნიშნა გაბუნიამ. 

ამ წუთებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს საქართველოში კორონავირუსისა და მის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აცნობენ. თამარ გაბუნიას თქმით, საინტერესო იქნება დამატებითი რეკომენდაციების მოსმენაც, ამიტომ დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას კორონავირუსთან დაკავშირებით, მდგომარეობა კვლავ რთულია.

"მაღალი რისკის მქონე ქვეყნები კვალავაც ჩინეთი, სამხ. კორეა, იაპონია, იტალია და ირანია. შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება, მათ შორის ინფიცირება იზრდება ევროპაშიც. საქართველოში, გუშინდელი მდგომარეობით დადასტურებულია 9 შემთხვევა, 200-ზე მეტი ადმიანი კი რჩება კარანტინში. შესაძლოა რიცხვი გაიზრდოს, რადგან ტენდენცია ევროპაშიც მზარდია. მთავარია დროული რეაგირება, რათა ნებისმიერი შემთხვევა მოხვდეს კარანტინში",-აღნიშნა გაბუნიამ. 


close დახურვა