logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტრო გატაცებულ ექიმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

15 ნოე 201919:08
3 წუთის საკითხავი
 
q8897r646te7ey2.png

ჯანდაცვის სამინისტრო ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან. 

„ფორმულა" სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მის სისტემაში შემავალი თითოეული ექიმის უსაფრთხოება. სამინისტრო ყველა შესაძლო აქტიურ ღონისძიებას მიმართავს, რათა უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გატაცებული ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი. სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის წითელ ჯვართან. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, მომხდარ უკანონობას მოყვება ადეკვატური რეაგირება და ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს დროში გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ამ დროისთვის გაფრინდაშვილი ცხინვალის ციხეში იმყოფება. მას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.


close დახურვა