logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტრომ კინოწარმოებისთვის კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციები დაამტკიცა

05 ივლ 202013:12
3 წუთის საკითხავი
 
9datba3u06d85y5.jpg

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები დაამტკიცა. რეგულაციები შეეხება კინოწარმოების პროცესსაც.

ახალი რეგულაციების თანახმად, მაქსიმალურად იზღუდება კინოგადაღებაში ჩართული პირების, წინასწარ განსაზღვრული ლოკაციების გარდა, ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე გადაადგილება. ამავე დანართის მიხედვით, გადასაღებ მოედანსა და ყველა შესაბამის ლოკაციაზე უნდა დაწესდეს სპეციალური ზონები, რათა გარეშე პირების მოხვედრა გადასაღებ მოედანზე გამოირიცხოს. გადასაღებ მოედანზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო განათლების მქონე მინიმუმ 1 პირი, რომელსაც კორონავირუსთან დაკავშირებით სათანადო ცოდნა ექნება. კინოგადაღების დაწყებამდე უნდა მოხდეს მსახიობებისა და გადაღებაში ჩართული სხვა პირების ტესტირება კორონავირუსზე.  ასევე გადასაღებ მოედანზე უნდა განისაზღვროს ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის ფუნქციონირება. ერთიან შესასვლელში ყოველდღიურად უნდა ტარდებოდეს თერმოსკრინინგი, რათა გაკონტროლდეს თანამშრომელთა ჯანმრთელობა. თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული ტემპერატურის შემთხვევაში თანამშრომლებმა უნდა მიმართონ 112-ს.

გადაღების პროცესში ჩართული პირები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებით (პირბადე, საჭიროების შემთხვევაში ხელთათმანი და დამცავი ფარით).

იმ შემთხვევაში თუ კინოგადაღება დახურულ სივრცეში მიმდინარეობს, კინოგადაღების დაწყებისა და გადაღების დროს უნდა დაალაგონ სივრცე. ასევე აუცილებელია სივრცის მაქსიმალური განიავება.იმ ზედაპირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ქლორშემცველი ხსნარების ზემოქმედების
შედეგად, შესაძლებელია არანაკლებ 70%-ანი ალკოჰოლის შემცველი ან სხვა შესაბამისი
დანიშნულების პრეპარატის გამოყენება

რეკომენდაციები სრულად იხილეთ ბმულზე:  https://bit.ly/2VOvGvX


close დახურვა