logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტროსთან ანტიკრიზისული ცენტრის შექმნის მოთხოვნით აქცია გაიმართა

23 დეკ 201913:26
3 წუთის საკითხავი
 

 

ჯანდაცვის სამინსიტროსთან ანტიკრიზისული ცენტრის შექმნის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ანა დოლიძე და არასამთავრობო ორგანიზაციების "ახალი ხმა" და "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" წარმომადგენლები უწყებასთან პლაკატებით მივიდნენ, რომლებზეც საკუთარი მოთხოვნები დააფიქსირეს. ასევე, ერთ-ერთ პლაკატზე გამოსახული იყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრული საქმეების სტატისტიკა. მონაცემების თანახმად 2013 წელს ასეთი 377 შემთხვევა დაფიქსირდა, 2018 წლისთვის კი ეს რიცხვი  1663-მდეა გაზრდილი. 

ანა დოლიძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გამოყოს თანხები და შექმნას ანტიკრიზისული ცენტრი იმისათვის, რომ ფსიქოლოგიური და სხვა ტიპის პრობლემების მქონე ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება საჭირო მომსახურება მიიღონ და შემცირდეს სუიციდების შემთხვევები.  

 

 


close დახურვა